ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 12:23 | 09.02.2021
ნანახია: 554

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ი ავრცელებს.

"112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ცეცხლი გავრცელებული იყო ტანსაცმლის მაღაზიაში და იყო გვერდით მდებარე მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა ერთსართულიან შენობაში გაჩენილი ცეცხლი დროულად ჩააქრეს. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 7 ჯგუფი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე