დავით ბაქრაძემ ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 16:05 | 25.01.2016 ნანახია: 1959ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე 24-25 იანვარს სამუშაო ვიზიტით პოლონეთში, ქ. ლოძში ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმზე იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გაიმართულ დისკუსიაში: „რა დახმარება შეიძლება გაუწიოს საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით?“. დისკუსიის მონაწილეებმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე, საერთაშორისო საზოგადოების, როგორც მედიატორის შესაძლებლობებსა დასაერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. „ჩემი მოხსენება შეხებოდა იმ გამოწვევებს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელწიფოებს-საქართველოს, უკრაინას გააჩნია ევრონტეგრაციის გზაზე, შესაბამისად, თუ რა ფორმით უნდა გამოხატოს ევროპამ დახმარება ამ სახელმწიფოებისთვის, იქნება ეს ასოცირების შეთანხმების კონტექსტში ვაჭრობის ზრდის, იქნება ეს ქვეყნებში დასაქმების ხელშეწყობის, თავისუფალი მიმოსვლის ხლშეწყობის, თუ სხვა მიმართულებებით.“-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
როგორი უნდა იყოს თანამედროვე სახელმწიფო და რა შეიძლება იყოს განვითარების პრიორიტეტები-ამ თემაზე იმსჯელეს ევროპა-უკრაინის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მორიგსესიაზე. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აღნიშნულ დისკუსიაშიც მონაწილეობდა. სესიაზე ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებში ელექტრონული მმართველობის სისტემის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ევროპა-უკრაინის ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის ელჩთან პავილიონის ზიგიმანტასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ლიტვისდელეგაციის წევრთანრასაიუკნევიჩენესთან(ყოფილი თავდაცვის მინისტრი) და ლიტვის ოპოზიციური სეიმის ლიდერთან კუბილიუს ანდრიუსთან(ყოფილი პრემიერ-მინისტრი).
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა ლიტვურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.
ლიტვური მხარის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების, ისე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედების მნიშვნელობა.
საუბარი, ასევე, შეეხო 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებს. ლიტვურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. გამოითქვა იმედი, რომ სამიტის გადაწყვეტილებებში ადეკვატურად აისახება საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















