თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხნძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 20:48 | 08.02.2021
ნანახია: 553

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ხნძარი გაჩნდა. ცეცხლი იტალიური საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას მოედო.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 12 ეკიპაჟი მუშაობს. სამაშველო ჯგუფმა შენობიდან 12 ადამიანი გამოიყვანა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ცეცხლის შედეგად არავინ დაშავებულა.