საქმეებითაც ჩანს, რომ მეუფე შიოს აქვს რუსული აზროვნება - ზვიად ცაბაძე
საქართველო, თბილისი - 19:46 | 08.02.2021 ნანახია: 778
საქმეებითაც ჩანს, რომ მეუფე შიოს აქვს რუსული აზროვნება. მას არცერთხელ არ დაუგმია რუსეთის ეკლესიის ქმედებები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, პირიქით, ყოველთვის მოწიწებით ეგებებიან, - ამის შესახებ რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზვიად ცაბაძემ "დღის კურიერში" განაცხადა.
"ყველამ ვიცით, რომ მოსაყდრედ მეუფე შიოს გამოჩენას, წინ უძღვოდა საქართველოს საპატრიარქოში, რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მიტროპოლიტ ილარიონის ვიზიტი. ეს იყო ზაფხულში და რამდენიმე თვეში პატრიარქმა, ყველასგან მოულოდნელად დაასახელა ის მოსაყდრედ", - აღნიშნავს ცაბაძე.
ის ამბობს, რომ მიმდინარეობს შიოს გაპატრიარქებისათვის ბრძოლა, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის ეკლესია.
"მოგეხსენებათ მეუფე შიო რუსეთში სწავლობდა, რუსეთში აქვს გატარებული ძალიან დიდი დრო, რუსული აზროვნება აქვს და ამიტომ ცდილობენ ისინი რუსეთის დახმარებას. რუსეთში განათლება არის ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, რომ თვითონ ჩვენ პატრიარქსაც რუსეთში აქვს მიღებული განათლება და მის მიმართაც არის სამართლიანი ბრალდებები.
საქმეებითაც ჩანს, რომ მეუფე შიოს აქვს რუსული აზროვნება. მას არცერთხელ არ დაუგმია რუსეთის ეკლესიის ქმედებები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, პირიქით, ყოველთვის მოწიწებით ეგებებიან, იგივე გავრილოვი რომ ჩამოვიდა, მიღებაზე გახლდათ საპატრიარქოს პრეს-სპიკერი. პროტესტი არასდროს გამოუთქვამთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ეკლესიის შემოჭრის გამო", - განაცხადა ცაბაძემ.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















