"საქართველოს ფოსტა" მომხმარებლებს მოუწოდებს, არ გაუზიარონ უცხო პირებს/ვებ-გვერდებს პირადი მონაცემები

საქართველო, თბილისი - 17:13 | 08.02.2021
ნანახია: 632

"საქართველოს ფოსტა" მომხმარებლებს მოუწოდებს, არ გაუზიარონ უცხო პირებს/ვებ-გვერდებს პირადი მონაცემები. ამის შესახებ ნათქვამია "საქართველოს ფოსტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გაცნობებთ, რომ სხვადასხვა თაღლითური ჯგუფები მომხმარებლებში ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებელია საბანკო ოპერაციების განხორციელება.

მსგავსი ყალბი შეტყობინებები მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას, მათი პირადი ინფორმაციის მიღებას და თანხის გამოძალვას ემსახურება. შესაბამისად, "საქართველოს ფოსტა" მოგიწოდებთ, არ ენდოთ დეზინფორმაციას, არ გაუზიაროთ თქვენი მონაცემები უცხო პირებს/ვებ-გვერდებს, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი", - ვკითხულობთ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე