11 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:00 | 08.02.2021
ნანახია: 585

11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე