თბილისში დაუმორჩილებლობის მარში მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 21:40 | 06.02.2021
ნანახია: 415

მიუხედავად იმისა, რომ 21:00 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს, თბილისში დაუმორჩილებლობის მარში მიმდინარეობს.

მოქალაქეები, რომლებიც შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ, თავდაპირველად პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და ფეხით მსვლელობას მართავენ. ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გაიარეს რუსთაველის გამზირი და მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეები არ ამჟღავნებენ ინფორმაციას თუ საით მიდიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დედა ენის პარკში გეგმავენ შეკრებას.

საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს კომენდანტის საათი.

აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებიან სამართალდამცველებიც. დაუმორჩილებლობის მარშს ასევე შეუერთდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესის წარმომადგენლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე