21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა შენარჩუნდება

საქართველო, თბილისი - 13:50 | 04.02.2021
ნანახია: 732

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა შენარჩუნდება.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება 8 და 15 თებერვლიდან.

8 თებერვლიდან გაიხსნება ღია ბაზრობები და ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

15 თებერვლიდან საქართველოს ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. ამასთან, 15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ.

აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შენარჩუნდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე