უკიდეგანოდ სულელია და უსაზღვროდ ბოროტი - ნიკა გვარამია თეა წულუკიანზე

საქართველო, თბილისი - 15:34 | 02.02.2021
ნანახია: 678

ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა მისი ტელეფონის ნომერი პარლამენტის სხდომაზე, საჯაროდ გამოაცხადა, ზარები და მესიჯები არ წყდება. გვარამიამ აღნიშნა, რომ 200-მდე ზარი უკვე მიიღო და მათ რა თქმა უნდა, არ პასუხობს.

"შემოდის მესიჯები მასზე კარგის არმთქმელი და ჩემი მხარდამჭერი. მესიჯებით მუქარას ეტყობა ვერ ბედავენ, იმიტომ, რომ ეგრევე ვუჩივლებ. რაც შეეხება თეა წულუკიანს - ჩემს წარმოსახვაში თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელმაც, სკოლა რომ დაამთავრა, მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა. თან სულელია. უკიდეგანოდ სულელია და უსაზღვროდ ბოროტი.
ახლა დაარღვია ყველაფერი, რაც შეეხება. პოლიტიკური დევნილიდან ყველანაირ დევნილად მაქცია". - თქვა გვარამიამ.

წულუკიანმა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის პლენარულ სესიაზე მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ალეკო ელისაშვილმა თავისი ნომერი გაიმეორა და თქვა, რომ მზად არის ყველას უპასუხოს.

"მეც მინდა თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ.... და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყლაბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში, თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?!" - თქვა თეა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე