კახა კუკავა სტრასბურგში და ბრიუსელში ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის წევრებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 11:41 | 24.01.2016
ნანახია: 1740

25-29 იანვარს გაიმართება "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის კახა კუკავას და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გოჩა ჯოჯუას ვიზიტი სტრასბურგში და ბრიუსელში.

სტრასბურგში გაიმართება შეხვედრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებთან, ვენეციის კომისიის და გენერალური სამდივნოს წევრებთან. დაგეგმილია კახა კუკავას სიტყვით გამოსვლა მემარცხენე (UEL) და კონსერვატიული (EC) ჯგუფების სხდომაზესაქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესების შესახებ.

ბრიუსელში გაიმართება შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან, მ.შ: მემარცხენე ფრაქციის (GUE-NGL) ლიდერებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე