დღეიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება აღდგება

საქართველო, თბილისი - 11:24 | 01.02.2021
ნანახია: 607

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან აღდგება. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე