საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:12 | 01.02.2021
ნანახია: 697

საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 056 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 490, პისიარტესტით –3 566.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 258 351 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 249 709 გამოჯანმრთელდა, 3 194 კი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე