საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:06 | 31.01.2021
ნანახია: 676

საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 491 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 700 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 777, პისიარტესტით – 4 923.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 258 111 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 249 028 გამოჯანმრთელდა, 3 178 კი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე