საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველო, თბილისი - 13:06 | 30.01.2021
ნანახია: 715

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23 , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება.

თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14,+16 გრადუსი დაფიქსირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე