ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:57 | 29.01.2021
ნანახია: 605

ბათუმში ერთერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს 35 წლამდე კაცი გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე