30 იანვარს, რესტორნები, პროტესტის ნიშნად მიტანის სერვისს ერთი დღით წყვეტენ

საქართველო, თბილისი - 14:47 | 29.01.2021
ნანახია: 714

დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად შაბათს, 30 იანვარს რესტორნები და კვების ობიექტები პროტესტის ნიშნად მუშაობას 24 საათით წყვეტენ და მიწოდების სერვისს გათიშავენ.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილის თქმით, ხვალინდელ პროტესტში, რომელიც მიტანის სერვისის 1 დღით შეჩერებას ითვალისწინებს, უკვე 150-ზე მეტი რესტორანია ჩართული.

გაფიცვის პრალალურად რესტორნების წარმომადგენლები შეზღუდვების გასაპროტესტებლად შაბათს 3 საათზე მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილ მშვიდობიან აქციას შეუერთდებიან.

ამ დრომდე უცნობია როდის შეეხება სარესტორნო სფეროს შეზღუდვების შემსუბუქება. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ბიზნესის წარმომადგენლები 26 იანვარს შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად განუმარტეს, როგორ აპირებენ რეგულაციების დაცვით, მათი სფეროების ამუშავებას, ხელისუფლებისგან მაინც უარი მიიღეს. 1 თებერვლიდან მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ სავაჭრო მოლები
იხსნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე