ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხა სრულად შეგროვდა

საქართველო, თბილისი - 23:52 | 28.01.2021
ნანახია: 681

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ცნობით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა.

"ანგარიშის ნომრის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა! მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს!", - წერს "სირცხვილია" სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მოსამართლე ლელა კალიჩენკომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

საქმეზე სისხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე