ტელეკომპანია იმედი იყიდება

საქართველო, თბილისი - 17:44 | 28.01.2021
ნანახია: 779

ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი, რომელიც ტელეკომპანია იმედს, ჯიდიესსა და რადიო იმედს ფლობს, იყიდება. კომპანიამ გარიგების შესახებ კომუნიკაციების კომისიას მიმართა.

კომისიამ საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და თანხმობა გასცა.

იმედზე მოსალოდნელ ცვლილებებზე, წყაროზე დაყრდნობით, ფორმულაც საუბრობდა. 11 იანვარს ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ არხის მმართველი რგოლი ტელევიზიის მფლობელის ირაკლი რუხაძის გუნდით დაკომპლექტდება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტელეიმედის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს მედია ფაინანს გრუპი ხდება, რომლის ბენეფიციარი მფლობელები აშშ–ს მოქალაქე იგორ ალექსეევი, ასევე აშშ–ს მოქალაქე ირაკლი რუხაძე და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ბენჟამინ ალბერტ მარსონი არიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე