სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის განხილვა გადადო

საქართველო, თბილისი - 11:19 | 27.01.2021
ნანახია: 460

აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის განხილვა 9 თებერვლამდე გადადო. გადაწყვეტილება სენატის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

მანამდე  რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმდნენ პროცესის შესაბამის  განრიგზე, რომელიც მხარეებს ორ კვირას აძლევს მოსამზადებლად და თავიანთი არგუმენტების წერლობით წარსადგენად.

ტრამპს კაპიტოლიუმის შენობაში არეულობასა და ამბოხისკენ წაქეზებაში ადანაშაულებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე