ბაიდენმა გააუქმა ტრამპის გადაწყვეტილება ტრანსგენდრებისთვის სამხედრო სამსახურის აკრძალვის შესახებ

საქართველო, თბილისი - 21:53 | 25.01.2021
ნანახია: 251

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი წინამორბედის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერებისთვის სამსახურის აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

 „პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს ხელი მოაწერა აღმასრულებელ დადგენილებას, რომლის თანახმად, ნებისმიერ ამერიკელს, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სამსახური უწევს, ამის შესაძლებლობა ექნება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ბაიდენს მიჩნია, რომ სქესობრივი კუთვნილება არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას სამხედო სამსახურისთვის და რომ ამერიკის ძალა მის მრავალფეროვნებაშია.

დონალდ ტრამპმა 2017 წელს განაცხადა, რომ ტრანსგენდერებს ამერიკის არმიაში სამსახური აეკრძალებათ. 2019 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომელიც ტრანსგენდერების უდიდეს ნაწილს ამერიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს უკრძალავდა. ნებისმიერ ტრანსგენდერს, რომელსაც აშშ-ის შიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა, უფლება ჰქონდა სამსახური მხოლოდ იმ სქესის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გაევლო, რომელიც მას დაბადებისას ჰქონდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე