სკოლების გახსნის მოთხოვნით, მზიურში საპროტესტო აქცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:09 | 24.01.2021
ნანახია: 622

მშობლებმა, სკოლების გახსნის მოთხოვნით, მზიურში საპროტესტო აქცია გამართეს. 

მათი თქმით, ხელისუფლება მშობლების და ბავშვების ინტერესებს და საჭიროებებს არ ითვალისწინებს. 

უკვე მესამე სემესტრია, ბავშვები დისტანციურ რეჟიმში სწავლობენ. 

დღეს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ 15 თებერვალს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეფასდება და იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, შემდგომი შემსუბუქება განიხილება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, 1-ლი თებერვლიდან ახლდება.

ფოტო: ფორმულა

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე