1-ლი თებერვლიდან საქართველო რეგულარულ ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის

საქართველო, თბილისი - 14:19 | 22.01.2021
ნანახია: 588

1-ლი თებერვლიდან საქართველო რეგულარულ ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის. აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

მინისტრის თქმით, არსებული NOTAM-ი იანვრის თვის ბოლომდე მოქმედებს და მისი გაგრძელება აღარ იგეგმება.

მინისტრის თქმითვე, მთავრობა მუშაობს ასევე უცხოელი ვიზიტორების საქართველოში შემოსვლის შემსუბუქების პროცედურებზეც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე