Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები აღადგინა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 16.01.2021
ნანახია: 488

კომპანია Facebook-მა აშშ-ის მოქმედი პრეზიდნტის დონალდ ტრამპის ფეისბუქისა და ინსტაგრამის ანგარიშები აღადგინა.

ცოტა ხნის წინ კომპანიის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი წერდა, რომ ტრამპის გვერდები სოციალურ ქსელებში დაბლოკილი იქნება იმ დრომდე, ვიდრე ის თავის პოსტს არ დატოვებდა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს იმართება.

კვლავ დაბლოკილია ტრამპის ტვიტერის ანგარიში, აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ტვიტერით უფრო აქტიურად სარგებლობდა, ვიდრე სხვა სოციალური ქსელებით.

უმსხვილესმა ამერიკულმა სოციალურმა ქსელებმა ტრამპის ანგარიშები მას შემდეგ დაბლოკეს, რაც მისი მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე