აშშ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარბუქის მოლოდინშია

საქართველო, თბილისი - 14:32 | 22.01.2016
ნანახია: 2072

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირო ქარბუქის მოლოდინშია. მოსალოდნელი სტიქიის გამო გადაიდო ათასობით ავიარეისი. CNN-ის ინფორმაციით, დაიხურება ვაშინგტონის სატრანსპორტო სისტემა.

ქარბუქი, რომელიც აშშ-ის დედაქალაქს ვაშინგტონსაც შეეხება, სავარაუდოდ ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იქნება. ქალაქში შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. პარასკევს საღამოდან ორშაბათამდე შეწყდება სარკინიგზო მიმოსვლა და საავტომობილო გადაზიდვები.

სინოპტიკოსების პროგნოზით დიდთოვლობა 15 შტატშია მოსალოდნელი.

საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა ჯორჯიის, პენსილვანიის, ტენესის, მერილენდის, ვირჯინიისა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე