თუ ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული იქნება, რატომაც არა - პაატა იმნაძე ჩინური ვაქცინის შემოტანაზე

საქართველო, თბილისი - 21:54 | 14.01.2021
ნანახია: 724

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ თუკი ჩინური რომელიმე ვაქცინა პრეკვალიფიცირებული იქნება, მაშინ საქართველო მის შემოტანას განიხილავს. ამის შესახებ მან გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა.

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რომელიც იქნება პრეკვალიფიცირებული, მერე იქედან რომელსაც გვინდა ავარჩევთ...

თუ ჩინური ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციას, მაშინ, ამაზე რა წინააღმდეგობა იქნება, არ მესმის. თუ იქნება (აღიარებული), რატომაც არა?" - ამბობს პაატა იმნაძე.

პაატა იმნაძის თქმითვე, ახლა დამოკიდებულია ყველაფერი კოვაქს პლატფორმასა და პარტნიორ ქვეყნებზე, როდის მიაწვდიან ვაქცინას.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე