"ფაიზერის" ვაქცინით აცრა საქართველოს მხოლოდ სამ ქალაქში იქნება შესაძლებელი

საქართველო, თბილისი - 21:15 | 13.01.2021
ნანახია: 589

"ფაიზერის" ვაქცინით აცრა საქართველოს მხოლოდ სამ ქალაქში იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ქალაქებია - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, რადგანაც, მისივე განცხადებით, სწორედ ამ ქალაქებშია ის მაცივრები, სადაც აღნიშნული ვაქცინის შენახვა იქნება შესაძლებელი.

"მაცივრები, სადაც ვაქცინის შენახვა იქნება შესაძლებელი, სამ დიდ ქალაქშია. თუ ჩვენ დაგვჭირდა, მაგალითად, "ფაიზერის" ვაქცინაციის დაწყება, მთავარი ადგილები, სადაც აცრა მოხდება, ეს იქნება სამი დიდი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. მაშინ, თუ "ასტრაზენეკაზე" გადავალთ, უკვე შეგვიძლია აცრის შესაძლებლობა უფრო ფართოდ გავშალოთ და შესაძლებელი იყოს რაიონულ დონეზეც ჩატარდეს აცრა,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე