”ისლამური სახელმწიფოს” მორიგმა ტერაქტმა ეგვიპტეში 10 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 22.01.2016
ნანახია: 1755

10 ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად ეგვიპტის ქალაქ გიზაში. შინაგან საქმეთა უწყების ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიცია ერთ-ერთ სახლში ტერორისტების დაკავების ოპერაციას ატარებდა.

ძალოვანებისთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ასაფეთქებლები ინახებოდა და ერთ-ერთი ბომბი გაუვნებელყოფის დროს აფეთქდა. დაღუპულთა შორის 7 სამართალდამცველი და 3 ადგილობრივია. საავადმყოფოში 13 ადამიანია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ ბინა "ძმები მუსლიმების" მებრძოლებს ეკუთვნოდათ, თუმცა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე