საბავშვო ბაღები ყველასთვის უფასო არ უნდა იყოს - ირმა ზავრადაშვილი

საქართველო, თბილისი - 19:32 | 30.12.2020
ნანახია: 1923

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ საჭირო არ არის საბავშვო ბაღი ყველასთვის უფასო იყოს და ეს სკითხი მშობლების შემოსავალზე უნდა იყოს მიბმული

"რატომ არ ხდება დიფერენცირება, რომ საბავშვო ბაღში ყველა ბავშვის აღზრდისა და ყოფნის პროცესი არ იყოს უფასო და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავლებზე მიბმული? რატომ ხდება, რომ ჩემი შვილიც და სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილიც ერთდროულად უნდა სარგებლობდეს ბიუჯეტიდან?

ხომ შეიძლება რაღაც ფორმის დიფერენცირება გაკეთდეს, უფასო საბავშვო ბაღი ძალიან კარგია, მაგრამ, როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს, ანტიკრიზისული ბიუჯეტი გვაქვს და აღდგენითი ბიუჯეტი, რატომ არ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ დამატებითი შემოსავლები არსებობდეს” – განაცხადა ზავრადაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე