საერთაშორისო კოალიციამ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლთა ორი მესამედი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 12:24 | 22.01.2016
ნანახია: 2148

საერთაშორისო კოალიციურმა ძალებმა სირიასა და ერაყში წელიწადნახევრის განმავლობაში ”ისლამური სახელმწიფოს” 22 ათასი მებრძოლი გაანადგურეს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ტელეკომპანია France-24-ის ეთერში განაცხადა.

ლე დრიანმა განაცხადა, რომ ეს მიახლოებითი მონაცემებია. ამასთან აღნიშნა, რომ დაჯგუფების მებრძოლთა საერთო რაოდენობა 35 ათასს შეადგენს, რომელთაგან 12 ათასი უცხოელია.

მინისტრის თქმით, ტერორისტული დაჯგუფება მიყენებული დარტყმების შედეგად საგრძნობლად დასუსტდა და დიდძალი შეიარაღება დაკარგა.

მისივე მტკიცებით, ”ისლამური სახელმწიფო” ბოლო დროს მასშტაბურ იერიშებს ვეღარ ახორციელებს და დიდ ფინანსურ კრიზისს განიცდის. ”ახლა მებრძოლები მშვიდობიან მოსახლეობას შეერივნენ, რათა ამ ფორმით დარტყმებისგან თავი დაიცვან”, -აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე