მარნეულში 23 წლის ექიმი, რომელმაც Covid-19 გადაიტანა, კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:51 | 26.12.2020
ნანახია: 722

მარნეულში 23 წლის ექიმი, რომელმაც Covid-19 გადაიტანა, გარდაიცვალა. ინფორმაციას რადიო "მარნეული" ავრცელებს.

რადიოს ინფორმაციით, "ავერსის" კლინიკაში 23 წლის ექიმი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.

როგორც იუწყებიან, ექიმმა კორონავირუსი ცოტა ხნის წინ გადაიტანა და გამოჯანმრთელების შემდეგ სამსახურში დაბრუნდა.

23 წლის კაცი კლინიკაში გარდაცვლილი დღეს დილით იპოვეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე