მარტო არ ხართ, თქვენთან ვარ ფიქრებითა და ლოცვით - ელისაბედ მეორე ბრიტანელებს შობას ულოცავს
საქართველო, თბილისი - 22:08 | 25.12.2020 ნანახია: 775
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ტრადიციულად ერს საშობაოდ მიმართა. მიმართვაში მან სირთულეებზე, ისაუბრა, რომელსაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დროს წააწყდა.
დედოფალმა აღნიშნა, რომ ისინი, ვინც ამ დღესასწაულს ლოკდაუნის გამო თავიანთი ოჯახების წევრების გარეშე აღნიშნავენ, მარტონი არ არიან.
დედოფალი და მისი მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი წელს შობას უინძორის სასახლეში ოჯახისგან მოშორებით აღნიშნავენ. ამიტომ დედოფალმა საშობაო მიმართვა უინძორიდან გაავრცელა.
„რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, წელიწადმა, რომელმაც ადამიანები ერთმანეთს დააშორა, სინამდვილეში ერთმანეთს დააახლოვა. დიდ ბრიტანეთში, ისევე როგორც მთლ მსოფლიოში ადამიანებმა ღირსებით მიიღს მათთვის გაგზავნილი გამოწვევა და ვამაყობ, რომ შეძრული ვარ ამ მშვიდი სულის სიმტკიცით“, - აღნიშნა ელისაბედ მეორემ.
დედოფალმა აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ ყველა კონფესიის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ შობის დღესასწაულის აღნიშვნა, სიცოცხლე მაინც გრძელდება.
„რა თქმა უნდა, ბევრი ჩვენგანისთვის ეს პერიოდი მწუხარებას უკავშირდება, ზოგი ახლობლების დაკარგვას გლოვობს, ზოგს მეგობრები და ნათესავები ენატრება, რომლებისგანაც იძულებულია უსაფრთხოების გამო შორს იყოს, მაშინ, როდესაც ყველას სურდა, შობის დღესასწაულზე ერთმანეთთან ჩახუტება, ან ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა. და თუ თქვენ ამ ადამიანთა შორის ხართ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, მე თქვენთან ვარ ფიქრებითა და ლოცვით“, - აღნიშნა დედოფალმა.

ფოტოები: REUTERS და PA MEDIA
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















