ISFED-ის გამგეობამ ელენე ნიჟარაძე თანამდებობიდან გადააყენა - ფორმულა

საქართველო, თბილისი - 21:23 | 24.12.2020
ნანახია: 560

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ISFED, აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე ორგანიზაციის გამგეობამ თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნული ინფორმაცია გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა, თამარ სართანიამ ტელეკომპანია "ფორმულას" დაუდასტურა.

"არ ვიცი ვინ გითხრათ, ეს არის თუ არა ბორდის გადაწყვეტილება, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის აღარ არის დირექტორი... ამ და სხვა საკითხებზე ხვალ ვისაუბრებთ", - განაცხადა სართანიამ "ფორმულასთან" საუბრისას.

ფორმულას ინფორმაციით, თავად ნიჟარაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ISFED ხვალ საგანგებო პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე