კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში არ დაფიქსირებულა, მაგრამ რამდენიმე შემთხვევას ვიკვლევთ - იმნაძე

საქართველო, თბილისი - 22:27 | 22.12.2020
ნანახია: 664

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გადაცემა "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე პაციენტს კორონავირუსის ახალ სახეობაზე უკვე იკვლევენ.

"კორონავირუსის ახალი შტამი ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა. ჩვენ რამდენიმე შესაძლო შემთხვევას ვიკვლევთ. ამას სჭირდება სეკვენირება, ეს ლუგარის ცენტრში შეგვიძლია გავაკეთოთ. ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, იმას ვიკვლევთ. ბოლო ორ კვირაში დადასტურებული შემთხვევა უშუალოდ ბრიტანეთიდან არ გვქონია, მაგრამ, გარკვეული ევროპული ქვეყნებიდან რომ არიან ჩამოსულები და დაუდასტურდათ, მათ მასალას ვიკვლევთ სწორედ,"-განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, ახალი შტამი შესაძლოა უფრო მეტად ინფექციური იყოს, თუმცა მსუბუქად მიდიოდეს.

"კლინიკურად, მიმდინარეობაში, აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება. პირიქით, რაღაც ისეთი ტენდენციაა, რომ, შეიძლება, უფრო მსუბუქადაც მიდიოდეს, მაგრამ ის ადვილად გადადის, ანუ, უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე ჩვეულებრივი, დღემდე მოტრიალე. თუმცა, ეს პირველი მუტაცია არ არის, რომელმაც ამ შტამის ინფექციურობა შეცვალა. პირველი ევროპული შტამები უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე იყო ვუხანიდან წამოსული შტამები იყო. გადამდებლობის უნარი ეზრდება, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს არ იწვევს მის სიმძიმეს," - განაცხადა იმნაძემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე