მიხეილ მესხი თბილისის საკრებულოს დეპუტატი გახდა

საქართველო, თბილისი - 22:06 | 22.12.2020
ნანახია: 714

თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი წევრების მიხეილ მესხის და ბორია ფირცხელიანის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირეს.

მიხეილ მესხი და ბორია ფირცხელიანი საკრებულოს ყოფილი დეპუტატების, ბექა დავითულიანისა და ირაკლი ზარქუას ადგილმონაცვლეები არიან.

დავითულიანი და ირაკლი ზარქუა საქართველოს პარლამენტის წევრები გახდნენ, ისინი საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით შევიდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე