თბილისი ზედმიწევნით ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრულ პაკეტს, რისთვისაც მადლობას ვუხდი კახა კალაძეს - ჰანს კლუგე
საქართველო, თბილისი - 19:00 | 22.12.2020 ნანახია: 973
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, კოვიდ-19-ის მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჰანს კლუგეს დედაქალაქის მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე, პანდემიისგან დაზარალებული მოქალაქეებისა თუ ბიზნესების მხარდასაჭერად განხორციელებული პროგრამები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მერიის მიერ დაწესებულ შეღავათებს, მწვანე და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.
„პანდემია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და რასაკვირველია, გამონაკლისი არც საქართველოა. საქართველომ, პანდემიის პირველივე ტალღის დროს, გადადგა მთელი რიგი ნაბიჯები -შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ზედმიწევნით სრულდება ყველა რეკომენდაცია თუ მითითება, რასაც სპეციალისტების ჩართულობით საბჭო იღებს. ვფიქრობ, სოლიდარობა და თანადგომა არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც ამ მძიმე პერიოდს გადაგვატანინებს. ჩვენ გვაქვს დახმარების პროგრამა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის - მარტოხელა მოხუცებისთვის და ბიზნესკომპანიების ჩართულობით, ვცდილობთ, არცერთი მარტოხელა მოხუცი არ დავტოვოთ პირველადი მოხმარების საგნებისა თუ საკვები პროდუქტების გარეშე. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ იმ დეპრესიულ ფონს და სტრესულ გარემოს, რაც პანდემიამ შექმნა და სწორედ ამიტომ, ვეცადეთ, საახალწლოდ თბილისის ქუჩები ყოფილიყო გამორჩეულად ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ მაღალი შეფასება მისცა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თბილისის მერიის საქმიანობას და თბილისის მერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მსურს, მადლობა გადავუხადო მერ კალაძეს შესანიშნავი შეხვედრისთვის. ქალაქი თბილისი, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრულ პაკეტს, რათა ქალაქი იყოს ხალხზე მორგებული, ჯანსაღი და ჰქონდეს სუფთა გარემო. ეს მოითხოვს ლიდერობას: მწვანე სივრცეების შექმნას, სადაც ხალხი შეიკრიბება. ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ ეს დადებით გავლენას ახდენს ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე, რაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ამ უპრეცედენტო პანდემიის დროს. ეს ასევე კარგად იმოქმედებს ხალხის ზოგად ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ერთი კონკრეტული შედეგი ისაა, რომ მე შევთავაზე მერს, პოლიტიკური ვალდებულება აიღოს და შეუერთდეს ჯანმრთელი ქალაქების ქსელს. მადლობელი ვარ, რომ მერი დათანხმდა ამას, რადგან თბილისსა და მის მერს შეუძლიათ ბევრი რამ გაუზიარონ სხვა ქალაქებსა და მათ მერებს, რომლებიც არიან ამ ქსელში“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისი ევროპის ჯანმრთელი ქალაქების ქსელს შეუერთდება და თავის გამოცდილებას მომავალში ქსელის სხვა ქალაქებს გაუზიარებს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















