საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 21.12.2020
ნანახია: 797

საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 227 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 209 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 184 668 გამოჯანმრთელდა, 2 140 კი გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე