რუსეთი ამერიკის მტერია - მაიკ პომპეო

საქართველო, თბილისი - 19:56 | 19.12.2020
ნანახია: 498

რუსეთი შეერთებული შტატების ერთ-ერთი მტერია, თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.

"მუდმივად მეკითხებიან იმის შესახებ, თუ ვინ არის ჩვენი მტერი და პასუხი ის არის, რომ ბევრს სურს ძირი გამოუთხაროს ჩვენ ცხოვრების წესს, ჩვენს რესპუბლიკას, ჩვენს ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ამ [მტრების] სიაშია", - თქვა პომპეომ ამერიკელ ჟურნალისტ მარკ ლევინთან რადიოინტერვიუში.

ინტერვიუს ტექსტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამავე ინტერვიუში სახელმწიფო მდივნმა რუსეთის პრეზიდენტს თავისუფლების მოყვარე ერებისთვის „რეალური საფრთხე“ უწოდა.

ამასთან, მაიკ პომპეო განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის თითოეული იმ რისკისთვის, რომელსაც შესაძლოა მისკენ იყოს მიმართული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე