საქართველოში კორონავირუსით კიდევ 53 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 19.12.2020
ნანახია: 597

საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 055-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი.

18 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე