საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 19.12.2020
ნანახია: 552

საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 206 907 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 175 842 გამოჯანმრთელდა, 2 055 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 465 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 553, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 971.

ამასთან, 18 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 244 პაციენტი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე