რუსთავში კორონავირუსით 29 წლის კაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 18.12.2020
ნანახია: 608

რუსთავში კორონავირუსით 29 წლის კაცი გარდაიცვალა. ის რუსთავის კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.

კლინიკის განცხადებით, პაციენტი საავადმყოფში შეყვანისას უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათივე განცხადებით, პაციენტს ახალგაზრდა კაცს თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა.

ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა.

"ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ სტაციონარში მოთავსების მომენტში მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. 8 დღის განმავლობაში ექიმები პაციენტის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, სასიკეთო შედეგით ეს ვერ დამთავრდა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

29 წლის პაციენტი რუსთავის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.

კორონავირუსის გავრცელების დღიდან, საქართველოში ვირუსულმა ინფექციამ 2 002 ადამიანი იმსხვერპლა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე