შეზღუდვები თუ გამარტივდება, დიდი ალბათობით, ახალი წლის შემდგომ ყოველდღიურად, საშუალოდ 6 000-მდე შემთხვევა იქნება - კულუმბეგოვი

საქართველო, თბილისი - 10:17 | 18.12.2020
ნანახია: 672

თუ შეზღუდვები მკვეთრად გამარტივდება, ძალიან დიდი ალბათობით, ახალი წლის შემდგომ საქართველოში ყოველდღიურად, საშუალოდ 6 000-მდე შემთხვევა იქნება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი სახელმწიფო და მსოფლიოს არა ერთი ქვეყანა ეყრდნობა ძალიან ავტორიტეტულ ორგანიზაციას, განსაზღვროს პროგნოზები. ეს არის სიეტლის ჯანმრთელობათა გაზომვების ინსტიტუტი. თუ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში მათ პროგნოზირებას შევხედავთ, ეს ასეა, რომ თუ ქვეყანა სვლას იგივე პროექციით გააგრძელებს, რაშიც ახლა ვიმყოფებით და ამ სიტუაციიდან ამოვარდნა არ იქნება, გვაქვს შესაძლებლობა, რომ იანვრის დასაწყისში დაახლოებით, 2 800-2 900 შემთხვევამდე მივიდეთ, სტაბილურად, მაგრამ თუ ეს დაირღვევა და შეზღუდვები მკვეთრად გამარტივდება, ძალიან დიდი ალბათობით, ახალი წლის შემდგომ საქართველოში ყოველდღიურად, საშუალოდ, 6 000-მდე შემთხვევა იქნება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე