კორონავირუსმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ვანო ამბარდანიშვილი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:09 | 16.12.2020
ნანახია: 926

კორონავირუსის ინფექციით, პედიატრი ვანო ამბარდანიშვილი გარდაიცვალა.

მედიკოსი თავდაპირველად თელავის ცენტრალაურ სავადმყოფოში მკურნალობდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა თანხმლები დაავადებების გამო, ექიმებმა კოლეგის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ამბარდანიშვილი სხვადასხვა დროს რამდენიმე საავადმყოფოში მუშაობდა, ბოლო წლებში კი თელავის ცენტრალურ სავადმყოფოში რეანიმატოლოგი იყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე