სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:16 | 16.12.2020
ნანახია: 743

თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდა აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, როდესაც ე.წ. აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მიმდინარეობდა.

"სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა, სულ ღიმილიანი იყოს. მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და სამშობლოს", - წერს კალაძე Facebook-ზე და მამა-შვილთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

თბილისის მერი კახა კალაძემ ბინა აჩუქა მამა-შვილის ოჯახს, რომელთა ფოტოც ე.წ. აფრიკის დასახლებიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე