ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები აღინიშნება - თამარ გაბუნია

საქართველო, თბილისი - 13:11 | 14.12.2020
ნანახია: 596

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნებია.

„ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები აღინიშნება. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო სტაბილიზაციის სურათი აჭარის რეგიონში. როგორც მოგეხსენებათ, აჭარის რეგიონში ეპიდემიის მატება დაიწყო უფრო ადრე, მაგრამ მიმდინარე პერიოდში შემთხვევების გარკვეული კლებაც კი აღინიშნება. რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ, ვიდრე საბოლოო, მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემიის მიმდინარეობა როგორც რეგიონების დონეზე, ასევე ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე