მე ვემსახურები დასავლეთს, მაგრამ პერიოდულად, ზურგში დანას ვიღებ იგივე დასავლური ინსტიტუციებისგან - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 08:58 | 13.12.2020
ნანახია: 764

ზურგში დანას ვიღებ დასავლური ინსტიტუციებისგან, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოსგან, ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც მეუბნება, რომ გიორგი რურუა არის შეიარაღებული ბანდის მეთაური, - ამის შესახებ „მთავარის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„დიახ, მე ვემსახურები დასავლეთს, მაგრამ პერიოდულად, ზურგში დანას ვიღებ იგივე დასავლური ინსტიტუციებისგან, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოსგან, ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც მეუბნება, რომ გიორგი რურუას პატიმრობა კი არ არის სირცხვილი, არამედ ჩემი დამფუძნებლობაა სირცხვილი, რადგან ის არის შეიარაღებული ბანდის მეთაური. ამას ვამბობ ღიად. დიახ, ამ ადამიანებისგან ვიღებ ზურგში დანას და ყველა ჩვენგანი, ვინც დასავლეთს ვემსახურებით ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გვარამიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე