საქართველოში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 10.12.2020
ნანახია: 589

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 657-მდე გაიზარდა.

დღეს "კოვიდ-19"-ით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 PCR ტესტით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე