საქართველოში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:41 | 09.12.2020
ნანახია: 545

საქართველოში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 174 383 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 145 287 გამოჯანმრთელდა, 1 614 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 126 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 900, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3689.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე