ლოტბარი თემურ ქევხიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 20:30 | 08.12.2020
ნანახია: 853

ლოტბარი თემურ ქევხიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში at Ensemble Unisoni / ანსამბლ "უნისონის" ხელმძღვანელი ზურაბ ბაკურაძე ავრცელებს.

თემურ ქევხიშვილი იყო ანსამბლ "გორდელას" ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი. იყო ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი; 1981–1990წწ. საქართველოს ტელერადიო გადაცემების "ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები" ავტორი და წამყვანი.
2013 წლის 11 ივნისს ფონდმა "ქართული გალობა" თემურ ქევხიშვილი "საუკუნის ხმად" აღიარა. ლოტბარი თემურ ქევხიშვილი იყო საქართველოს სახალხო არტისტი. მას მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის ღირსების ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია.

 

.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე