B ტიპის გრიპმა უკვე დაიწყო ცირკულაცია - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 14:01 | 08.12.2020
ნანახია: 831

პირველად ამ სეზონზე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, B ტიპის გრიპმა უკვე დაიწყო ცირკულაცია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკურად გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია და კორონავირუსის დაახლოებით ერთნაირია.

პირველად გუშინდელ მონიტორინგში გამოჩნდა, რომ B ტიპის გრიპმა უკვე დაიწყო ცირკულაცია, ანუ პირველად ამ სეზონზე გამოჩნდა უკვე გრიპის ვირუსიც კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად... შესაძლებელია, და ამის ალბათობა არის, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. კლინიკურად გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია და კორონავირუსის დაახლოებით ერთნაირია. გამოცდილ ექიმს შეუძლია კლინიკურად მისი დიფერენციაცია, საბოლოო დიფერენციალური დიაგნოზი ისმება ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე", - განაცხადა გამყრელიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე