საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 05.12.2020
ნანახია: 521

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 462-ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 306 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე